„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და ქართული ლუდის კომპანიის, „ზედაზენის“ ორგანიზებით, 20 ნოემბერს „ზედაზენის“ ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა "ზედაზენის" ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს და განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ქართული ბიზნესისთვის გახსნილი სხვადასხვა პერსპექტივები.
,,საქართველოში საქმის კეთება შესაძლებელია - ეს არის კომპანია ,,ზედაზენის’’ დამფუძნებლის, ბატონ ცეზარ ჩოჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. დღეს ჩვენ ვიხილეთ თანამედოვე სტანდარტებით აღჭურვილი ქარხანა, დავესწარით წარმოების პროცესს და დავრწმუნდით, რომ ზედაზენის წარმოებული პროდუქციის ხარისხი მართლაც საუკეთესოა.’’ - განცხადა საქართველოს ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ
,,ქართული ლუდის კომპანიას’’ აქვს ამბიცია იყოს ლიდერი არა მარტო ქართულ ბაზარზე, თავისი წარმოებული პროდუქციის ხარისხით, არამედ ქვეყნის გარეთაც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელს უშუალოდ აცნობ თუ სად და როგორ ხდება პროდუქციის წარმოება, რაც წარმოადგენს ამ წარმოების ძირითად ფუნდამენტს.’’ - ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ დაარსების დღიდან ახორციელებს გასვლით ვიზიტებს საბჭოს წევრ კომპანიებში. პროექტის მიზანი ქართული პროდუქციის, წარმოებისა და თანამედროვე სერვისების პოპულარიზაციაა.