საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“

საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“

17 ნოემბერს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“. კონფერენციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქართველი სპეციალისტები, მკვლევრები ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთისა და თურქეთის სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებიდან.  კონფერენციის ფარგლებში ეწყობა ორი გამოფენა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში გამოიფინება თურქი ფოტოხელოვანის, ვედათ აკჩაიოზის ფოტოები, რომლებზეც ანისის ძეგლებია აღბეჭდილი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კი წარმოდგენილი იქნება ანისის ნაქალაქარის ამსახველი ძველი ფოტოები მუზეუმის კოლექციებიდან.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა თსუ ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტი „ანისი: ქართული კულტურული მემკვიდრეობა“, რომელიც ანისის ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას ისახავს მიზნად. პროექტის დაფინანსებაში ასევე მონაწილეობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

კონფერენცია 19 ნოემბერს დასრულდება. 

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია