ადიგენის მუნიციპალიტეტში სახალხო ფესტივალი ,, მთის სურნელი" გაიმართა, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თემები თავისი პროდუქციით, კულტურული ტრადიციებითა და სამზარეულოთი.სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თემებისათვის დამახასიათებელი კერძები, სოფლის ნობათი, დაეთვალიერებინათ სუვენირები და რეწვის ნიმუშები.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ხალხური რეწვის მასტერკლასები, ახალგაზრდა მხატვართა კონკურსები და სპორტული შეჯიბრებები.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,WWF " წარმომადგენლები ესწრებოდნენ.