1 ოქტომბერს პოეზიისა და პროზის მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დავით გაბისკირიას კიდევ ერთ ახალ, საინტერესო წიგნს „133/2“-ს, რომლის წარდგენაც მუშტაიდის ბაღში შედგება.
კრებულში, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და 133/1-ის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს, შესულია ავტორის მოთხრობები და ლექსები. საღამო გაიმართება „მოძრაობის თეატრში“ და მასში მონაწილეობას მოძრაობის თეატრის მსახიობები მიიღებენ. ასევე დავით გაბისკირიას ლექსებს წაიკითხავენ კახა ბაკურაძე, ჯეფრი ჯაფარიძე, ანია მელაშვილი და დათო გაბისკირია. თბილ გარემოსა და ცოცხალ მუსიკასთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას წიგნის შეძენის შესაძლებლობავ ექნება.
ქართული პოეზიისა და პროზის მოყვარულებს მუშტაიდის ბაღში 1 ოქტომბერს 19 საათზე ელოდებიან, დასწრება თავისუფალია.
***
შენ, წახვედი მზის შუქში. მე კი, მთვარეს ვყვარობდი...
შენ? - წითელი გხიბლავდა...
მე? - სულ ლურჯ ფერს ვწვალობდი...
ეგ ნაბიჯი- მსუბუქში.
სტროფის ძერწვას, ვჩქარობდი...
ფიქრი ჩემი, სუმბურში...
შენ კი, ენამწარობდი...
ჩამითვალე უჟმურში...
თუმცა, სულ სხვას ვლამობდი...
შენ, რიჟრაჟის ჩიტი ხარ...
მე? - ბინდისას ვგალობდი...
მინდიხარ – არ მინდიხარ? გვირილებთან ვამბობდი...
ჰო... მზე ჩადის. ბინდდება...
ჩემთან?- მთვარე ამოდის....
სხვის ჰანგებზე ცეკვანი...
რა ვქნა, მე, არ გამომდის
133/2... დავით გაბისკირია