თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

15 სექტემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2017 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.          

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი