საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მორატორიუმში შეტანილი დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს.
"მინდა, გამოვეხმაურო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში. საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება. ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მორატორიუმის მოქმედების პერიოდში უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ დაარეგისტრირებენ.
იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება.
ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეზღუდათ: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;
უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
მორატორიუმი ძალაში იქნება "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე.
შესაბამისი ცვლილებები "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში შევიდა.

კომენტარები
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის თანამშრომლებმა ყაზბეგში მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დახმარება აღმოუჩინეს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"-ის განცხადებით, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩა N15-თან, სამშენებლო კომპანიამ ტექნიკური სამუშაოების დროს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დააზიანა.
სააგენტო "კვირაში" არასამთავრობო ორგანიზაცია IDMC-ის წარმომადგენელმა მიშა ჭიღლაძემ ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებაზე ისაუბრა. შეფასება ეხება 21 აგვისტოდან დღემდე მიმდინარე საარჩევნო პროცესს.
საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩა N6 კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობა ედება ბრალად, ერაყში სიკვდილით დასჯიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ბაღდადის სისხლის სამართლის ცენტრალურმა სასამართლომ მიიღო.
