კომპანია „ჯი-ემ-პის“ მფლობელის ლინა თოფურიას განცხადება

კომპანია „ჯი-ემ-პის“ მფლობელის ლინა თოფურიას განცხადება

2017 წლის 6 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მთავარი თემა პარტიების შემოწირულობები იყო. ჩემი სახელით ჟურნალისტმა ჩაწერა ქალბატონი, რომელიც ვითომ ლინა თოფურია იყო. მე არ ვადასტურებ, რომ მქონდა რაიმე ტიპის ინტერვიუ ან სატელეფონო საუბარი რუსთავი 2-ის რომელიმე კორესპოდენტთან.

რაც შეეხება  „ჯი-ემ-პის“ შემოწირულობას, ვადასტურებ, რომ კანონმდებლობის ფარგლებში კომპანიამ 120 000 ლარი გადარიცხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე.

ლინა თოფურია

კომპანია „ჯი-ემ-პის“ მფლობელი