"ჩვენ ვცვლით უაღრესად არადემოკრატიულ კონსტიტუციას უაღრესად დემოკრატიული კონსტიტუციით"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "ახალი დოკუმენტი არა მარტო არ ქმნის ავტოკრატიის ჩამოყალიბების საშუალებას, არქამედ ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ საფრთხეს".

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ შესთავაზა პრეზიდენტს პირდაპირი ეთერის ფორმატში მსჯელობა.

"ჩვენ გვაქვს თითოეულ მუხლთან დაკავშირებით და ზოგადად, კონსტიტუციის პრინციპებთან დაკავშირებით უაღრესად მყარი არგუმენტები. ჩვენ ერთად რომ ავუხსნათ საზოგადოებას, ის, თუ რა წერია დღევანდელ კონსტიტუციაში და როგორ ვცვლით მას, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ ვცვლით უაღრესად არადემოკრატიულ კონსტიტუციას უაღრესად დემოკრატიული კონსტიტუციით"",- განაცხადა კობახიძემ.