16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინიში“ (თბილისი, 26 მაისის მოედანი #1) გაიმართება „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია თანხის შეგროვების ახალი ტალღის დაწყების თაობაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრებიან იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კერძო პირები, ვინც ფონდთან ერთად მონაწილეობის მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმების სხვადასხვა პროექტში.
სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვლენ, „ფონდი ნატახტარის“ განვლილ საქმიანობას და მომავალ გეგმებს განიხილავენ, ამასთან მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ:
ჯუნეით არათი - კომპანია „ნატახტარის“ გენერალური დირექტორი
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციული დირექტორი
მანანა ომარაშვილი - ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ხელმძღვანელი
პრესკონფერენციის დროს კომპანიის და ფონდის წარმომადგენლები მადლობას გადაუხდიან იმ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, ვინც ფონდის 5 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩართული იყვნენ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ განხორციელებაში, რაც მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებასა და განათლებას გულისხმობს.