პაშა ბანკი  ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა

პაშა ბანკი ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა

2016 წლის 18 აპრილს პაშა ბანკი Global Banking and Finance Review Awards-ის მიერ უკვე მეორედ დასახელდა ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად  საქართველოში.

პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ამ მოკლე დროის მანძილზე ბანკმა არა ერთ საერთაშორისო ბიზნეს ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის არის Global Banking and Finance Review Awards, რომელიც 2011 წლიდან აფასებს გლობალურ ფინანსურ სექტორში მიმდინარე ცვლილებებს, მიღწევებს და ინოვაციებს. აღნიშნული ორგანიზაცია აჯილდოვებს კომპანიებს ფინანსური წარმატებებისთვის ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა: საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საპენსიო ფონდები, საკონსულტაციო საქმიანობა, კორპორატიული მართვა, საბროკერო საქმიანობა, პროექტების ფინანსირება, ინვესტირება, ტექნოლოგიები, ქონების მართვა, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, უძრავი ქონება და სხვა.

“პაშა ბანკმა ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკის ნომინაციაში უკვე მეორეჯერ გაიმარჯვა, რაც ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ბანკისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბანკი სწორი მიმართულებით ვითარდება და თითოეული თანამშრომელი შრომობს გუნდის საერთო მიზნების მისაღწევად. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში, მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი ერთგულია დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ბიზნეს მიდგომის, რომელიც ეყრდნობა ბიზნეს ეთიკას, სანდოობას და სტაბილურობას. ვფიქრობ, რომ მსგავსი საერთაშორისო აღიარებები გვმატებს თავდაჯერებულობას და მოტივაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ახალგაზრდა ორგანიზაციებისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, “ აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.