სემეკის წარმომადგენლებმა  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”  ობიექტები დაათვალიერეს

სემეკის წარმომადგენლებმა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ობიექტები დაათვალიერეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  წარმომადგენლებმა  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”  ობიექტები დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს  წყლის ხარისხის კონტროლის ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია, ღრმაღელის საფილტრე სადგური - სადაც ხდება ნედლი წყლის დამუშავება სასმელ პროდუქტამდე.

ასევე  მოინახულეს საგურამოჰესის მშენებლობის პროცესი და საგურამოს სატუმბო სადგური. ეწვივნენ მისაქციელის ახალ წყალსადენს და დაათვალიერეს საინფილტრაციო მოედნები, სადაც წყალი  ბუნებრივ ფილტრაციას გადის.

შეხვედრას ესწრებონენ - ირინა მილორავა  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის   თავმჯდომარე;

კომისისი წევრები - გოჩა შონია და გიორგი ფანგანი,

ასევე წყალმომარაგების დეპარტამენტისა და ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ

გიორგი ცხადაძე - კომპანიის გენერალური დირექტორი, მამუკა კიკალიშვილი - დირექტორი ოპერაციების მართვის დარგში,

თამარ ნიკურაძე - ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის უფროსი და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები.

ვიზიტის მიმდინარეობისას  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ხელმძღვანელობამ, სემეკის წარმომადგენლებს კომპანიის სამომავლო გეგმები და საინვესტიციო პროექტები გააცნო.