თბილისში მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის ხარისხის ფორუმი მიმდინარეობს

თბილისში მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის ხარისხის ფორუმი მიმდინარეობს

10-11 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით  და COOMET-ის ეგიდით თბილისში ჩატარდება მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ხარისხის ფორუმი,  მასში მონაწილეობას მიიღებენ COOMET-ის წევრი ქყენების მეტროლოგიის ინსტიტუტის შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტებთან ერთად ქართველი ექსპერტები.

10 მაისს სასტუმრო ,,მერკური ძველი თბილისში“    ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტის ხარისხის ფორუმის და ტექნიკური კომიტეტის  ტ.კ. 3.1-ის - „ხარისხის ფორუმის ტექნიკური კომიტეტის“ სხდომა გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.  სხდომაზე განიხილეს COOMET-ის წევრი ქყენების ორგანიზაციების ხარისხის მენეჯმენტის სისტემები.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ისნტიტუტის თანამშრომლები აქტურად არიან ჩართულნი ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო–აზიური თანამშრომლობის (COOMET) ტექნიკური კომიტეტების საქმიანობაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარების, ასევე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობისთვის. 2013 წლის 15-17 ოქტომბერს ჩატარდა სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის სამი ლაბორატორიის (მასა, ტემპერატურა და ელექტროგაზომვების ლაბორატორია) საერთაშორისო შემოწმება. აღნიშნული შემოწმება ჩატარდა მეტროლოგიის რეგიონალური ორგანიზაციის (COOMET) ექსპერტების მიერ.  2014 წლის 11 თებერვალს COOMET–ის ხარისხის ფორუმის ტექნიკური კომიტეტის მიერ  აღიარებულ იქნა სააგენტოში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა ISO/IEC 17025 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და გაცემულ იქნა აღიარების სერტიფიკატი (QSF – R32).

სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მეტროლოგიის და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან, რაც ხელს უწყობს მის ინტეგრაციას შესაბამის ინსტიტუციებში.