თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე და ამავე რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე აღმაშენებლის გამზირზე N38-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის "ახალი ტფილისი" ფარგლებში მიმდინარე თბილისური ტიპის ეზოს სრული რეაბილიტაციის მიმიდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
რიმა ბერაძემ რაიონის გამგებელთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან, სანიტარული ნორმების დაცვასა და ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.