თამარ ტალიაშვილსა და რამაზ ბლუაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა

თამარ ტალიაშვილსა და რამაზ ბლუაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელს დიასპორის საკითხებში რამაზ ბლუაშვილს საკრებულოში შეხვდა.

შეხვედრაზე დიასპორის დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად 27-28 მაისს აღინიშნება. 2015 წელს თამარ ტალიაშვილმა ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში მონაწილეობა სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პანელში მიიღო, სადაც დიასპორის მოწვეულ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.

საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე ღონისძიების წარმატებულად განხორციელების მიზნით მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა თვითმმართველობის როლს ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გამტკიცებაში.

შეხვედრაზე ასევე ახალ ინიციატივებზე, სახელმწიფო დიასპორის ხელშეწყობაზე, სამინისტროს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პრობლემატიკის კვლევებზე და ამ პროცესში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

წელს დიასპორის დღეები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აღინიშნება, მოეწყობა ფოტო-სტატიების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 1930-იან წლებში ამერიკული საგაზეთო გამოცემებში გამოქვეყნებული ქართველი ემიგრანტების შესახებ დაბეჭდილი ფოტო-სტატიები, ამონარიდები და სხვადასხვა მასალები.

წელსაც, აღნიშნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოსა და რეგიონალური მისიის წარმომადგენლობებიდან ელოდებიან.