შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატო-ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატო-ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა

NATO-ს კვირეულის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნატო-ევროკავშირის აუდიტორია გაიხსნა.

უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირინა შამილაძე და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ნინო მაღრაძე-ჯანჯღავა ესწრებოდნენ. 

შეხვედრის თემა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმოხილვა, ამ პროცესში NATO-ს მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს ჩრდ. ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სტრატეგია იყო.