კლინიკა „აქსა მედიქალმა“ კარდიოლოგიურ გამოკვლევებზე 70%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა

კლინიკა „აქსა მედიქალმა“ კარდიოლოგიურ გამოკვლევებზე 70%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა

კლინიკა „აქსა მედიქალმა“ კარდიოლოგიურ კვლევებზე 70%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა. აქციის ფარგლებში კლინიკის პაციენტები დამატებით ელექტროკარდიოგრაფიულ (ეკგ) გამოკვლევას უფასოდ მიიღებენ. მსურველების მიღება წინასწარი ჩაწერით იქნება შესაძლებელი. ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზიც, რომელზეც პაციენტებს მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ ჩაწერა. ცხელი ხაზის ნომერია: 2 05 32 32.

„როგორც ცნობილია, გაზაფხული რთული პერიოდია არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტებისათვის, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ყველასთვის მიგვეცა საშუალება, მაღალკვალიფიციური ექიმების კონსულტაცია მიეღოთ და გამოცდილ ექიმებთან გაეარათ მკურნალობის კურსი,“ - აცხადებენ „აქსა მედიქალში“.

„აქსა მედიქალი“ „პსპ ჯგუფის“ წევრი კომპანიაა და თბილისში ორი კლინიკითაა წარმოდგენილი - პეკინის 14-სა და ჭავჭავაძის 62-ში.  კლინიკების მთავარი მიზანია პირველადი ჯანდაცვის მომსახურების, მათ შორის ქრონიკული დაავადების მართვის ხარისხის გაუმჯობესება.