პირველი ქართული რეკლამა გადაღებული სოხუმსა და თბილისში!

პირველი ქართული რეკლამა გადაღებული სოხუმსა და თბილისში!

უსაზღვრო მეგობრობის ამბავი!

პირველი ქართული რეკლამა  რომელიც სოხუმსა და თბილისშია გადაღებული! ვიდეო რეალურ ამბავს ეფუძნება და მისი ნაწილი დღევანდელ სოხუმშია გადაღებული. ისტორია მოგვითხრობს იმ, ერთი შეხედვით, უჩინარ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ “კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ”.

https://www.youtube.com/watch?v=xuEjeO2VAsk

ლუდი ნატახტრის ბრენდმენეჯერი ანა ქარჩავა:

წლებია ლუდი ნატახტარი მეგობრობაზე საუბრობს. კონტექსტი მრავალფეროვანია: მხიარულება, თანადგომა და უბრალოდ ერთად ყოფნა, როგორც მეგობრობის განუყოფელი ნაწილი.

დადგა დრო და ბრენდმა გადაწყვიტა ესაუბრა მეგობრობაზე სხვა ჭრილში, ისეთ მეგობრობაზე, რომელიც ხელოვნურად აშენებული დაბრკოლებების მიუხედავად არ ეგუება ფიზიკურ სიშორეს და რთულად, მაგრამ მაინც აშენებს ხიდებს… ხიდებს საერთო მოგონებებისგან…

დიდი ხანი ვეძებდით ასეთი წმინდა და ჭეშმარიტი მეგობრობის ერთ-ერთ ნათელ მაგალთს. სააგენტო ლივინგსტონის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის შესაბამისად ავირჩიეთ ყველასათვის ნაცნობი თემა, რომელიც თავისი სინამდვილით ზუსტად იმ უსაზღვრო და ყოვლისმომცველ მეგობრობას აღწერს, რომლის გადმოცემაც გვინდოდა.

გადავწყვიტეთ, სწორად ამ კონტექსტში გვეჩვენებინა ორი ადამიანის ისტორია, რომელებიც უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად ინარჩუნებენ ჭეშმარიტ მეგობრობას.

ჩვენ გვჯერა, რომ ადამინებს გვაქვს სურვილი და შეგვწევს ძალა ვიყოთ ერთგულები, გავარჩიოთ რა არის ცხოვრებაში მთავარი. ამ მთავარმა არ იცის არც საზღვრები და არც დრო… ეს მთავარი რამ არის მეგობრობა… უსაზღვრო მეგობრობა…

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია Leavingstone-სა და Film Asylum-ის  გუნდს, რომელებმაც დაუზოგავად იმუშავეს პროექტზე და შეძლეს უსაზღვრო მეგობრობის ისტორიის ასე შთამბეჭდავად გადმოცემა.

სრული ვიდეო აფხაზურ ენაზე:

https://www.youtube.com/watch?v=RCBHMeSlIh0

სატელევიზიო ვერსია:

https://www.youtube.com/watch?v=vuD6MzWiOQM