გლდანის რაიონში ხე-მცენარეების მოვლის საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი წესის მიხედვით, დაზიანებული და გამხმარი ტოტების სხვლა-ფორმირება ხდება, რომელიც ხის ფორმის შენარჩუნებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხორციელდება.
გამგეობების თანამშრომლებმა, რომლებიც ნარგაობის მოვლა-პატრონობასა და ზედამხედველობას ახორციელებენ სპეციალური ტრენინგი გაიარეს.
ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში 180 ზეხმელი და ავარიული ხე მოიჭრა, ხოლო სხვლა-ფორმირება 250 ხეს ჩაუტარდა.
მოჭრილი და დამუშავებული ხეები, შესაბამისად, დაურიგდა რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.