დღეს, ვაზისუბნის დასახლებას წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება

დღეს, ვაზისუბნის დასახლებას წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება

დღეს, ისნის რაიონში,  კომპანია „თელასის“ ვაზისუბნის ქვესადგურში, დაზიანების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ვაზისუბანი 2-ის სატუმბო სადგურს შეუწყდება ელექტრო ენერგიის მიწოდება.  რის გამოც დღეს, 1 აპრილს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაზისუბნის დასახლებას.

წყალმომარაგება  საღამოს 20:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ვებგვერდისა და ფეისფუქ-გვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.