2016 წლის დასაწყისიდან, გლდანის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებმა, ძირითადად კორპუსების სახურავებისა და ლიფტების შეკეთების სამუშაოების შესრულების თხოვნით მიმართეს.
გადახურვის მოთხოვნით შემოსული 32 განცხადებიდან -15, ხოლო ლიფტების შეკეთების 47 განცხადებიდან - 11 მისამართზე, სამუშაოები დასრულდა.
ბრტყელი გადახურვის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, ამორტიზირებული რბილი სახურავი მთლიანად იქნა მოხსნილი. მოხდა ზედაპირის დაგრუნტვა და ლინოკრომით, ე.წ. ტოლით, გადახურვა.
გარდა ამისა, მიმდინარეობს შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის, საერთო სარგებლობის კიბეების, ლითონის კარებების, სართულშორის ნაპრალებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობა-აღდგენის პროცესი.
2016 წლის დასაწყისიდან “ბმა„ პროგრამის დაფინანსების მოთხოვნით, გამგეობაში შემოსულია 231 განცხადება, აქედან 56 ობიექტი დასრულებულია, 59 ობიექტზე კი სამუშაოები გრძელდება. ასევე, მიმდინარეობს კაპიტალური გამაგრების პროექტის მომზადება, ექსპერტიზის 1 და მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნის 1 სამუშაო.
გლდანის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ, 2016 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა 250 000 ლარი სრულად ათვისებულია.