ამერიკის სავაჭრო პალატამ თავისი წევრი 200- მდე კომპანია წლის შესაჯამებლად და 2016 წლის გეგმებზე სასაუბროდ მრგვალ მაგიდასთან მიიწვია. აღნიშნულ შეხვედრაში კომპანია ჰიპერმარკეტი „გორგიაც“ მონაწილეობდა. გორგია ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 2015 წლის ოქტომბერში გახდა და გუშინდელ შეხვედრაზე საპატიო წევრის წოდება მოიპოვა. აღნიშნულ შეხვედრაში „AmCHam“-ის ვიცე პრეზიდენტმა Michale Cowgill-მა „გორგია“ სხვა წევრ კომპანიებთან წარადგინა.
„გორგია საკმაოდ გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებულიკომპანიაა. ჩვენ მზად ვართ საკუთარი გამოცდილება სხვა ორგანიზაციებსაც გავუზიაროთ. მოხარულები ვართ რომ ამერიკის სავაჭრო პალატის საპატიო წევრი გავხდით “,-აცხადებენ გორგიაში.
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში ოფიციალურად 1998 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე პალატა საქართველოდან 200-მდე წარმატებულ კომპანიას აერთიანებს. მისი მიზანი საქართველოს, აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის კომერციული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა. სავაჭრო პალატა მხარს უჭერს და წარმოადგენს მისი წევრი ორგანიზაციების საერთო ეკონომიკურ ინტერესებს.
ისევე როგორც ამერიკის სავაჭრო პალატა ჰიპერმარკეტი გორგიაც 1998 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე სამშენებლო და სარემონტო სექტორში და ფილიალები საქართველოში სამ ყველაზე დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აქვს. ჰიპერმარკეტი გორგია მომხმარებელს სამშენებლო და სარემონტო მასალებს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.