მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შეხვედრა გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შეხვედრა გაიმართა

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“,  მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“ რიგით მე-12 გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, სამუშაო ჯგუფში შემავალი სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. ასევე წარმოდგენილ იქნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) „მობილურობის ცენტრების“ საქმიანობის ანგარიში.

„სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფი“ 2011 წლის 25 თებერვალს ჩამოყალიბდა და მის საქმიანობას კოორდინაციას უწევს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უწევს.