The Guardian-ი თურქეთზე: რესპუბლიკის ისტორიაში პრესაზე მიყენებული ყველაზე დიდი დარტყმა
ბრიტანული გაზეთი Guardian-ი, Kanaltürk და Bugün-ის ტელევიზიების დახურვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაშია ღნიშნავს, რომ თურქეთში წინასაარჩევნოდ მედია, რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მძიმე ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.
სტატიაში, "პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები სამსახურიდან თავისუფლდებიან, უფრო მეტიც თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან. ოპოზიციურად განწყობილ გამოცემებზე თავდასხმები ხორციელდება. დამკვირვებლების შეფასებით, ამას ანკარაში ცვლილებისა და ანგარიშვალდებულების მომთხოვნი ადამიანების მიმართ დაშინების მცდელობაა"- ნათქვამია განცხადებაში.
მმართველობის ჩაბარების შემდეგ სამსახურიდან განთავისუფლებული Bugün-ის ტელევიზიის ხელმძღვანელი ტარიკ თოროსი, Guardian-თან გაკეთებულ განცხადებაში, "თურქეთის ისტორიაში მედიაზე მიყენებული ყველაზე დიდი დარტყმაა" - განაცხადა მან. თოროსის თქმით, გაზეთის დარბევის დროს Bugün-ის ტელევიზიის მთავარი საკონტროლო ოთახიდან პოლიციამ ის ძალით გამოიყვანა, ხოლო მის შემდეგ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.
სტატიაში, 7 ივნისის არჩევნების შედეგებით კოალიციის შექმნა გახდა საჭირო მაგრამ მმართველმა პარტიამ (AK) და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ (CHP) შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გაზეთმა ასევე, 2013 წლის 17-25 დეკემბრის პროკურორისა და პოლიციის მიერ ერთობლივად, ერდოღანის შვილისა და მისი მინისტრებზე ჩატარებული ქრთამის აღებისა და კორუფციის ოპერაციის შემდეგ მმართველი პარტიის (AK) მხარდაჭერა შესუსტებას, ხოლო სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერის სელაჰათთინ დემირთაშის (HDP) პოპულარობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება.
ერთპარტიული მმართველობა კატასტროფა იქნება
"წინასაარჩევნოდ ჟურნალისტები, მმართველ პარტიას აიძულებენ ოპოზიციასთან ითანამშრომლოს მაგრამ ხელისუფლება ოპონენტების გაჩუმებას ცდილობას" - ნათქვამია სტატიაში. გაზეთთან საუბრისას თარიკ თოროსი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ერთპარტიული მმართველობა კატასტროფით დასრულდება, ერდოღანის საწინააღმდეგოს ვინც გაიფიქრებს მათ მიმართ თავდასხმები გაგრძელდება და თურქეთი ასეთი ქმედებით ბნელ პერიოდში შევა.
გაზეთი პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებასაც იხსენებს, "კოზა-იფექ" მედია ჯგუფზე მომხდარ დარბევასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და სხვა არანაირი ჩარევა არ ხდება. დემირთაშის ჩათვლით განსხვავებული აზრის მქონე ოპოზიციური წარმომადგენლებთან გაკეთებული რეპორტაჟების გამოქვეყნების გამო ტელევიზიებისგან შურისძიების მიზნით ტარდება ეს ყველაფერი აღნიშნავს გაზეთი.
გაზეთმა, Cumhuriyet-ის გაზეთის მთავარი რედაქტორის ჯან დუნდარის განცხადებებსაც დაუთმო ადგილი სადაც ამბობს, რომ პოლიციის დარბევა, თურქეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ მომატებული ზეწოლის პერიოდს დაემთხვა.სტატიაში ასევე, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტთან ერთად რამდენიმე პრესის თავისუფლების ორგანიზაციების საერთო ანგარიშში, ივნისის არჩევნების შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ზეწოლამ მოიმატა ეს კი თურქეთის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის" - ნათქვამია განცხადებაში.
სხვათა შორის, აღსანიშნავია რომ კოზა-იფეკ ჰოლდინგის პოლიციის მიერ დარბეული ტელევიზიების Bugün და Kanaltürk, გაზეთები Bugün და Millet-ის ახალი ხელმძღვანელობის მმართველობაში მოსულიდან მეორე დღესვე პრეზიდენტ ერდოღანის ფროფაგანდა დაიწყეს. ესეც კი იმის მაჩვენებელია რომ ერდოღანის მიერ ბოლო წლებში შექმნილი სფეციალური სასამართლოები რამდენად სამართლაინი გადაწყვეთილება მიიღეს “კოზა-იფექთან” დაკავშირებით და კერძო კომპანიაში თავისი მმართველობის დანიშვნის ძირათად მიზანის რეალობას.