დღეს, 30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი სულაკაძე იხილავს ზიანის ანაზღაურებისა და დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნას ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის საქმეზე, რის შედეგადაც მხარეებს აღარ მიეცემათ შემდგომი გასაჩივრების ეფექტური საშუალება.
შეგახსენებთ, რომ ივანე ჩხარტიშვილი ედავება თიბისი ბანკსა და ფოთის წისქვილქარხნის აქტივების კანონიერ მფლობელებს "აგრიკომს", "პორტლენდსა" და "ტრანსფორდს" და უკანონოდ ითხოვს ქონების დაბრუნებას.
დავას განიხილავს აშკარად მიკერძოებული და ტენდენციური მოსამართლე გიორგი სულაკაძე, რომლის ხელშიც ხვდება ვანო ჩხარტიშვილის მიერ აღძრული უკლებლივ ყველა საქმე.
გთხოვთ, მობრძანდეთ!