ერდოღანის მმართველობის მიხრიდან თავისუფალ მედიაზე ბოლო წლებში დაწყებული ნადირობა ახალი ძალით გრძელდება და უკვე პიკს მიაღწია. ანკარის მე-5 სასამართლოს გადაწყვეტილებით, კერძო კომპანია „კოზა-იფექ ჰოლდინგის“ მმართველობაში, რომელიც 21 კომპანიასთან ერთად 2 ტელევიზია, ორი გაზეთი და ერთი რადიო შედიან, პრეზიდენტ ერდოღანთან და მისი პარტიიდან ჰოლდინგის მმართველობაში მოსულმა ახალი ხელმძღვანელობამ გუშინ ორი ტელევიზიის მაუწყებლობის გაჩერების შემდეგ ჰოლდინგის ორი გაზეთის ბეჭდვა და გავრცელებაც გააჩერა.
1 ნოემბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული თავისუფალ მედიიდან ორი ტელევიზიის მაუწყებლობის გაჩერებამ დღეს გაზეთები Bugün და Millet-ის დაბეჭდვა და გავრცელების გაჩერებით გაგრძელდა. გაზეთები დღეს ინტერნეტ ვერსიებით გამოვიდნენ სათაურებით, „სისხლიანი გადატრიალება“ და „წართმევა“. გაზეთები ყურადღებას ამახვილებენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰოლდინგზე სასამართლოს ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის მიზანი სახეზეა, ეს კი მედია საშუალებების გაჩუმებას და ხალხისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ხელმძღვანელების მიერ ტელევიზიების მაუწყებლობის შეჩერებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ, ტელევიზიები ეტერში გავიდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში უჩვენებდნენ დოკუმენტურ ფილმებს ჰიტლერის შესახებ.
„კოზა- იფექ ჰოლდინგზე“ სასამართლოს მმარტველის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არსებული მედია-საშუალებების უმეტესი ნაწილი ერდოღანისა და მისი პარტიის პროპაგანდას განახორციელებს ,რაც უკვე სახეზეა.
ამ მომენტისთვის თურქეთში სტუაცია ძალიან დაძაბულია. ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც ფიქრობენ, რომ ეს არჩევნებმა სამართლიან გარემოში არ ჩატარდება.