თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში 1 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სკანდალის აგორება გადაწყვიტა. ანკარის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მე-5 სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოწინავე ჰოლდინგებიდან „ქოზა-იფექ“-ის, არსებული მმართველობა გადააყენა და პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული სახელწიფო მმართველები დაუნიშნა, რაც ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული მედია საშუალებებთან ერთად 21 კომპანიის ხელში ჩაგდებას ნიშნავს. დღეს დილით კი ამ ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული ტელევიზიები Bugün და Kanaltürk-ის შენობაში პოლიცია შეიჭრა. შემდეგ ტელევიზიების მაუწყებლობა გააჩერეს და რამოდენიმე ჟურნალისტი კი დააკავეს.
„ქოზა-იფექ ჰოლდინგი“ გასულ თვეში ფინანსური პოლიციის მიერ იქნა შემოწმებული და შედეგად დარღვევები არ იქნა აღმნოჩენილი. მიუდავად ამისა სასამართლომ გუშინ ასეთი ყადაწყვეთილება მიიღო.
„ქოზა-იფექ ჰოლდინგის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სასამართლომ ჰოლდინგების მმართველობაში, პრეზიდენტ ერდოღანის მხარ დამჭერი წრიდან, გაზეთ „Sabah“ და ტელევიზია ATV-დან წარმომადგენლები დაუნიშნა. დღეს დილით კი, პოლიცა ორი ტელევიზიების Bugün სა და Kanaltürk-ის შენობაში შეიჭრა და მაუწყებლობა შეაჩერა.
ქვეყნის ელიტა, იურისტები, ექპერტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები და ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლოს ეს ქმედება, ერდოღანის მხრიდან, ბოლო წლებში ისედაც ძალიან შევიწროვებული თავისუფალ მედიის დაუფლება და წინასაარჩევნოდ თავისუფალი მედიის გაჩუმება, კერძო კაპიტალისა და ფირმების უკანონოდ ხელში ჩაგდებაა, რომლებიც არ დათანხმდნენ ერდოღანის მხარში დგომაზე. ამასთან დაკავშირებით ერდოღანის პარტიის ერთ-ერთი წევრმა, დეპუტატმა, გუშინ ტელევიზიით განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ იგივე ემუქრებათ გაზეთებს Zaman, Hürriyet, Sözcü და Cumhuriyet.
„ქოზა-იფექ ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიების, კერძოდ გაზეთები Bugün და Millet; ტელევიზიები Bugün და Kanaltürk, ითვლება ის ორი მედია საშუალებები რომლებიც დამოუკიდებლები და ნეიტრალურები არიან. თურქეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაციები, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, „ქოზა-იფექ“-ის ხელმძღვანელობისაგან მხარში დგომა მოსთხოვა და უარყოფითი პასუხის შემდეგ ამ ჰოლდინგის დარბევა დაიწყო.
გადაწყვეტილებამ საერთაშორისო არენაზეც მძაფრი რეაქცია გამოიწვია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია: "მთავრობებმა სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და სასამართლო სისტემის მიმართ პატივისცემა და ყველა მონაწილესადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპი უნდა დაიცვან კანონის წინაშე, რათა უზრუნველყონ კანონის უზენაესობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულზმა განაცხადა, რომ 1 ნოემბრის არჩევნების წინ „ქოზა-იფექ“ ჯგუფის ხელში ჩაგდების გამო შეშფოთებულია და აღნიშნა, რომ თავისუალი მედია არის დემოკრატიის მთავარი ხელხემალი. ევროპარლამენტის ქრისტიან დემოკრატების თურქეთის რიფერტორმა, რენატა სომერმა განაცხადა, რომ ამ პირობებში ქვეყანაში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებზე საუბარი ზედმეტი იქნება.