„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვეძისში, დღეს საღამომდე,  გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვეძისში, დღეს საღამომდე, გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ დღეს საღამომდე, ვეძისის დასახლებაში, ონიაშვილის ქუჩაზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. დაზიანებულია 500 მმ-იანი მაგისტრალური საკანალიზაციო მილი. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება  წყალსადენის  მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლასაც ითხოვს.

სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 28 ოქტომბრის 10:30-დან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

·         ვაჟა-ფშაველას და პეკინის გამზირების მცირე ნაწილს და ვეძისის დასახლების ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

წყალმომარაგების აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზის - 2 93 11 11, ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა და ვებ-გვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.