ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ქეთი ფარესაშვილის ახალი CD-ს პრეზენტაცია “პლაზა ჰოლში
                                                                                                                                 
დღეს, 9 ოქტომბერს , 19:30  საათზე რესტორან “პლაზა ჰოლში„    ძუძს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში  ქეთი ფარესაშვილის საქველმოქმედო კონცერტი გაიამრთება.  კონცერტში  ქეთი ფარესაშვილთან ერთად მეგობრებიც მონაწილეობენ, მათ შორის  რომა რხცილაძე , თემო რცხილაძე , ვიქტორ ლალიაშვილი და სხვები. კონცერტის ფარგლებში ქეთი ფარესაშვილის ახალი CD-ს პრეზენტაციაც მოეწყობა.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან:  „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.

ცნობილია, რომ ოქტომბერი  ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვედ არის გამოცხადებული მსოფლიოს მასშტაბით. უკვე რამდენიმე წელია „ვარდისფერი ოქტომბრის“ სახელით სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სახის მხარდამჭერი  აქტივობები იმართება.  „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფაგრლებში საქართველოშიც, დაგეგმილია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები და კონფერენციები, სპორტული აქტივობა, წარმატებულ ქალთა სემინარი/კონფერენცია, საქველმოქმედო 1 ფოტოგამოფენა - ფოტორეპორტიორები, მოდების ჩვენება - სილამაზე სიცოცხლისთვის, ახალგაზრდა ვარსკვლავების საქელმოქმედო კონცერტი და სხვა.

ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია 4 თებერვალს, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო. ამავე დღეს შემუშვდა კამპანიის მხარდამჭერი პეტიცია და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.  კამპანიის მიზანია გაზარდოს  საზოგადოების და სამთავრობო სტრუქტურების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ.
საქრთველოში ერგვარი სტარტის აღება მოხდა 2015 წლის 1 ოქტომბერს, საზოგადოების ინფორმირება „ვარდისფერი ოქტომბერთან“ დაკავშირებით. სტუდენტებმა წრე შემოარტყეს წმიდა გიორგის ქანდაკებას. დასასრულს, ჰაერში გაუშვებენ ვარდისფერ საჰაერო ბუშტები და პარლამენტის შემობამდე მსვლობა გამართეს.  კანპანიის ორგანიზატორია
„ევროპა დონა ჯორჯია“.

„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-ს მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.