კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადება

ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენი დაზიანდა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ბრიგადები უკვე ადგილზეა მობილიზებული, დაწყებულია ქსელების წყლისგან დაცლა, რის შემდეგაც დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ჩატარდება.

წყალმომარაგება საღამოს 9 საათამდე  შეუწყდება ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს.

წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე -

http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.