,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ პრეზენტაცია

,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ პრეზენტაცია

დღეს, 27 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში (მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 68) გაიმართება ,,სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ პრეზენტაცია,რომლის შექმნის ინიციატივით გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ,,ჯეპრა.“

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან/პარტნიორებთან/დონორებთან  ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კლუბის შექმნის კონცეფცია, ფორმატი და სამოქმედო გეგმა.

სოციალური პაუსისმგებლობის კლუბის პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, საჯარო სექტორის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს გაიმართება კლუბის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონია. ღონისძიება იმართება სამოქალაქო კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18 მაისს დაიწყო და 28 მაისს დასრულდება.