სოფელ დიღმის ახალ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება საღამოს 6 საათიდან აღუდგა

სოფელ დიღმის ახალ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება საღამოს 6 საათიდან აღუდგა

სოფელ დიღმის ახალ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში, დღეს, 18:00 საათიდან აღუდგა.

ელქტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი გახდა აღმაშენებლის ხეივანში, წყალსადენის 1000 მმ-იან  მაგისტრალურ ქსელზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ღამის განმავლობაში აწარმოებდა. კომპანია „თელასის“ კუთვნილი მაღალი ძაბვის კაბელი, რომელიც წყლის მაგისტრალთან ახლოს მდებარეობდა, სწორედ ტექნიკური სამუშაოების ჩატარების პროცესში, დღეს, გამთენიას დაზიანდა. იმის გამო, რომ „თელასის“ ტექნიკური სამსახური ღამის საათებში არ მუშაობს, დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ დილის 09:00 საათისთვის გახდა შესაძლებელი.

შექმნილი დისკომფორტის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის სოფელი დიღმის ახალი დასახლების მაცხოვრებლებს.