სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის პოპულარულია საქართველოშიც. კომპანია ბიზნესს დედაქალაქის გარდა ქვეყნის რეგიონშიც აფართოვებს. ფუდპანდას სერვისით სარგებლობა მომხამრებლისთვის უკვე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და მცხეთაშიც ხელმისაწვდომია. მოკლე დროის მიუხედავად ფუდპანდა აღნიშნულ ქალაქებში პოპულარობით სარგებლობს.
ფუდპანდამ“ ბათუმში უკვე აქტიურად აითვისა რესტორნები, და საკვების შეკვეთის სერვისი უკვე მუშაობს ისეთ წერტილებზე,“პრივეტ იზ ბატუმა“, „პორტო ფრანკო“, „ბათუმი პიცა“, „ხინკლის სახლი #1“ და „მარკო პოლო.“ სულ ახლახანს კომპანიამ დამატებით 15 კვების ობიექტი შემოიერთა, როგორიცაა „აჭარული სახლი“, „ლა ტერასა“, „ძველი ბულვარი“, „ბათუმის გული“, „რამინის შააურმა“, „შერეკილები“, „უკრაინოჩკა“, „ვილა ჯიო“, „აჭარული ქოხი“, „შატილი“, „ქიზიყი“, „კუთხე კუნჭული“, „ფიშ პონტი“, „ლაგუნა“ და „მიუნხენი“.
„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. სერვისი, რომელსაც საჭმელი თქვენს სახლში ზედმეტი პრობლემების გარეშე მოაქვს, და ელექტრონულ კომერციას ახალ ეტაპზე წევს. საქართველოში „ფუდპანდა“-ს ბიზნეს მოდელს ალტერნატივა არ გააჩნია, და კომპანია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავს გასვლას.
„ძალიან მომწონს ეს სერვისი. განსაკუთრებით როცა ამინდი ხელს არ გვიწყობს ან დროში შეზღუდულები ვართ. ფუდპანდა საკმაოდ სწრაფი და ხელმისაწვდომია. შენი საყვარელი კერძი 30 წუთში უკვე შენს გვერდითაა,“ - აღნიშნავენ სერვისით კმაყოფილი ბათუმელები.
„ბათუმში, ქუთაისის, რუსთავისა და მცხეთის შემოერთებით, წარმატებით შევასრულეთ ჩვენი 2014 წლის განვითარების გეგმა. წელს ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი აღნიშნულ ქალაქებში, ასევე ვგეგმავთ ახალ რეგიონებში გასვლას,“- აღნიშნავს „ფუდპანდას“ დირექტორი საქართველოში გიგა ქერქაძე.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 80-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისია, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია ხუთი კონტინენტის მასშტაბით, რომელთაგან 32-ში ლიდერია. კომპანია გლობალურად 580-ზე მეტ ქალაქშია აქტიური და 60,000-ზე მეტ რესტორანთან პარტნიორობს.
გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. ამ ეტაპზე ფუდპანდა მსოფლიო 40 ბაზარზეა აქტიური, მათ შორის, აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონებში.