სოზარ სუბარი KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდა

სოზარ სუბარი KFW-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თორნიკე თორაძეს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტის მენეჯერს კრისტოფ იზენმანმსა და “GOPA კონსალტინგის“ სათავო ოფისის მენეჯერს რაინერ რიჰას შეხვდნენ.

შეხვედრაზე სოზარ სუბარმა დეტალურად ისაუბრა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიმდინარე პროექტებზე. მინისტრმა სოზარ სუბარმა სტუმრებს სამომავლო გეგმებიც გააცნო.

გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ გერმანიის მთავრობის დაფინანსებული „დასავლეთ საქართველოში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროექტში“ დარჩენილი თანხა, დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე, კერძოდ კი „სოფლად სახლის“ პროგრამაზე დაიხარჯოს.