დღეს, 20 აპრილს , საღამოს 18:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში (გრიბოედოვის 22) გაიმართება ცნობილ ქართველ მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის , რომელზეც წარმოდგენილი იქნება 40 ქართველი მხატვრის ნამუშევრები ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“.
ღონისძიების მიზანია, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დაეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 40 ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარი. ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ: გია გუგუშვილი, მარიამ გუგუშვილი, თამუნა ჩიქოვანი, დავით ალექსიძე, ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო ცეცხლაძე, სალომე ელანიძე, კოკო დავლაშერიძე, ოთარ ჩაკვეტაძე, გიორგი ჩაჩანიძე, ბესო როსტიაშვილი, გია ხუციშვილი, მარი ლომიძე, ალექსანდრე ვაშაყმაძე, თორნიკე ტყემალაძე, მეგი წითელაძე, ელდარ ქავშბაი, ციური ჩაჩუა, სოსო კინწურაშვილი, ვოვა დორაული, ნატალია ვაშიაშვილი, თამთა ჯიხუა, ლიკა ყოინაშვილი, დათა ნარგიზიშვილი, თამთა დოლიძე, გიორგი ლაბაური, მარიამ შაქარაშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, თამუნა მინაშვილი, ვახო ბუღაძე, სოფო ჩერქეზიშვილი, ბექა საყვარელიძე, ეკა გელოვანი, მამუკა მიქელაძე, გოგი ლაზარაშვილი, ნინო მიქაბერიძე, მარიამ ქავთარაძე, რუსუდან რობიტაშვილი, ვახო მეგრელიშვილი და თინჩო ცხადაძე. ტილოების , რომლის ზომაა 60X50 100-200 ლარამდე ეღირება.
გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეული სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მათ ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო პროცესში. საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“ მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და ყოველ წელს გააფართოებს საქველმოქმედო საქმიანობის არეალს.
საქველმოქმედო საღამოზე მოწვეული არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და გამოფენაში მონაწილე მხატვრები. გამოფენაზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
საქველმოქმედო ფონდი “ლიბერალური კვალი“ დაარსდა 2013 წელს. საქმიანობის პირველი დღიდან ფონდი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებსა და იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ფონდი მიზნად ისახავს მოიძიოს ინფორმაცია იმ ოჯახებზე, რომლებსად არსებობისთვის უკიდურესად მძიმე პირობები აქვთ, გაეცნოს იმ აუცილებელ საჭიროებებს, რომლის დეფიციტსაც ისინი განიცდიან, შემდეგ კი დაეხმაროს მათ კეთილმოსურნე ადამიანებთან ერთად. ფონდი სთავაზობს გულშემატკივრებს სრულ ჩართულობას ქველმოქმედებაში. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მცირედი წვლილი შეიტანოს თუნდაც ერთი ოჯახის დახმარებაში. ფონდში მიღებული შემოსავალი ( შემოწირულობა) სრულად ხმარდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.