თვითონ აღიარებენ, რომ მათი ინტერესია ევროკავშირის გარეთ, მათ საზღვრებთან, რაც შეიძლება მეტად იყოს რუსეთი სხვა თემებით დაკავებული. იქნება ეს ომები, არასტაბილურობა თუ ა.შ., - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას.
„რამდენადაც რუსეთი სხვა თემებით იქნება დაკავებული, ისინი თვლიან, რომ ევროკავშირს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება მშვიდობის შენარჩუნების შესაძლებლობა. თავად აღიარებენ ამას, სწორედ ამას ვამბობდით ჩვენც, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სურდათ თავის დროზე საქართველოს დაეძაბა ურთიერთობები რუსეთთან იყო ის, რომ კიდევ ერთი ცხელი წერტილი გაჩენილიყო სადღაც სხვაგან, რადგან ნაკლები რესურსი ექნებოდა რუსეთს ევროკავშირზე და ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლის და მათზე წნეხის გაზრდის“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
თავდაცვის საკითხების ევროკომისრის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, შეფასებები მოჰყვა თბილისში. ევროკომისარმა დაადასტურა ის რაზეც მმართველი გუნდი საუბრობდა. ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოს ომში ჩართვა სურდათ, რათა წნეხი ნატოსა და ევროკავშირზე შემცირებულიყო. ოპოზიცია კი კუბილიუსის გამართლებას ცდილობს.