თიბისი ბანკის სათავო ოფისში ონლაინ ოლიმპიადის, eruditor.ge-ს 2014 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
პროექტის გენერალურმა სპონსორმა, თიბისი ბანკმა გასული სეზონის გამარჯვებულ VIII-XII კლასის 15 საუკეთესო მოსწავლეს ფულადი პრიზები გადასცა. გამარჯვებულები თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, პაატა ღაძაძემ დააჯილდოვა.
ონლაინ-საგანმანათლებლო ტურნირების პორტალის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადის შემოდგომის სეზონში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთისათასამდე მოსწავლემ მიიღო, მათგან საუკეთესოები კი რვა ძირითად სასკოლო საგანში ჩატარებული ფინალის შედეგად გამოვლინდნენ.
Eruditor.ge სხვადასხვა ტიპის სასკოლო ოლიმპიადებს აერთიანებს. მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთონ ოლიმპიადაში, გადაამოწმონ ცოდნა და გამარჯვების შემთხვევაში სახვადასხვა უნივერსიტეტების სასწავლო ვაუჩერერები ან სხვა წამახალისებელი პრიზები მოიპოვონ.
პროექტს გენერალურ სპონსორობას უკვე მეორე წელია თიბისი ბანკი უწევს.