ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალი ტროპიკულ-სუბტროპიკული ორანჟერეის მშენებლობა გადაწყდა.
ორანჟერეა მოწყობა ეგზოტიკური და უნიკალური მცენარეებისათვის, რომლებიც თავისი ბუნებრივი თვისებებით ვერ უძლებენ ცივ ზამთარს. მათი შემდგომი განვითარებისათვის კი აუცილებელია სამშობლოსთან მიახლოებული პირობების ხელოვნურად შექმნა.
ახლად აგებულ ორანჟერეაში გათვალისწინებულია აუცილებელი ტექნიკური პირობები: გათბობის, განიავების, შესაბამისი ტენიანობის, ტემპერატურის, მზის პირდაპირი სხივებისა და ნალექისაგან დამცავი მოწყობილობები.
მსურველებს ექნებათ ორანჟერეაში საქორწილო-სადღესასწაულო რიტუალების ჩატარების შესაძლებლობა.
პროექტში გათვალისწინებულია 30 მ2 ფართის მქონე დამხმარე სათავსო თავისი სველი წერტილებით და რადგანაც ზამთრის პირობებში მცენარეებზე მომაკვდინებლად მოქმედებს ცვალებადი ტემპერატურა, მინიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება. ასევე მცენარეების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის განათების, წყლის და ნიადაგობრივი რეჟიმის არსებობის გარდა, საჭიროა 70%- მდე ტენიანობა. ტენის წარმოსაქმნელად მოეწყობა ხელოვნური აუზი.
პროექტში შედგენილია თანამედროვე არქიტექტურულ-გეგმარებითი, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური მოთხოვნების თანახმად, ხოლო მშენებლობის დროს გამოყენებული იქნება თანამედროვე სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალები და ყველა საჭირო უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა.
ამ ორანჟერიის აშენებისთვის გამოცხადდება კონკურსი