რამდენიმე დღის წინათ, აზიის შენაძენების გამოცხადების შემდეგ საკვების მიტანის სერვისის მიზანი ფუდპანდას ჯგუფისთვის შუა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონი გახდა.
კომპანიაში (www.foodpanda.ge) ადასტურებენ, რომ სრულიად შეისყიდა საკვების მიტანის ბიზნესი 24h.ae ახლო აღმოსავლეთში, და აღნიშნულ რეგიონს საკვების ონლაინ შეკვეთის სექტორის ერთ-ერთ მსხვილ ბაზრად მიიჩნევს.
24h.ae არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია აქტიური, და შვიდ ქალაქში სწრაფ და ხელმისაწვდომ საკვების მიტანის სერვისს ახორციელებს, ეკრძოდ, დუბაიში, აბუ დაბიში, ალ აინში, შარჟაში, აჟმანში, ფუიაირაში და რაშ ალ ხაიმაში. კომპანია 2011 წელს იქნა დაფუძნებული და შესყიდვის შემდგომ ჩვეული მენეჯმენტით და გუნდით გააგრძელებს ოპერირებას. ის შეინარჩუნებს 24h-ბრენდსაც, რომელიც დროში გამოცდილი და ცნობადია.
24h.ae ამჟამად პარტნიორობს 700ზე მეტ რესტორანთან, რომელთა რიგებშია ცნობილი ბრენდები როგორებიცაა “Subway,” “Wendy’s”, “Domino’s”, “Johnny Rockets,” და “Pizza Express.” ფუდპანდა კი იორდანიაში და საუდის არაბეთსი უკვე აქტიურობს საკუთარ „hellofood“ ბრენდის მეშვეობით.
შეგახსენებთ,რომ ფუდპანდას ჯგუფმა სულ ახლახანს გამოაცხადა ევროპაში რიგ შენაძენების განხორიცელების შესახებ, რაშიც უნგრეთის, სერბიის, მონტენეგროს და ბოსნიისა და ერცოგოვინას კომპანიების დასაკუთრება შედიოდა. ამას მოყვა 7 კონკურენტის ათვისება აზიურ ბაზარზე, რამაც კომპანიას რეგიონში სალიდერო პოზიცია დაუმკვიდრა.
ამ ეტაპზე ფუდპანდა 40 ბაზარზეა აქტიური აზიის, ევროპის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ტერიტორიებზე.
foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 70-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.
foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება