საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ პრობაციონერებს

საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ პრობაციონერებს

პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს საახალწლო საჩუქრები მოუმზადეს. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსმა ბესიკ ცხადაძემ, პრობაციის ოფიცრებთან ერთად, ხუთ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ პრობაციონერის ოჯახს სასურსათო პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტკბილეული მიართვა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

ანალოგიური აქციები გაიმართა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებშიც, სადაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ 14 პრობაციონერს გადასცეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულთა დასახმარებლად ხშირად მართავს საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ აქციებს.