საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ახალი წლიდან რუსეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის შეტანა იკრძალება, სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსეთის ბაზარაზე ქართული პროდუქციის ექსპორტი 2013 წლიდან განახლდა. პირველ ეტაპზე რუსეთის ბაზარზე დაბალი ფიტოსანინიტარიული რისკის, მოგვიანებით კი, მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის შემცველი პროდუქცია დაიშვა. ამ ეტაპზე საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური და მინერალური სასმელების, ასევე ბოსტნეულის, ხილის, ციტრუსის, მშრალი ხილის, სუნელების, ჩაის და დაფნის ექსპორტი ხორციელდება.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხოველური წარმოშობის პროდუქციის, ცხვრის, თევზისა და თაფლის ექპორტის განსახორციელებლად.