არასრულწლოვანი პრობაციონერების ექსკურსია შსს-ს აკადემიაში

არასრულწლოვანი პრობაციონერების ექსკურსია შსს-ს აკადემიაში

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 16 არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ესტუმრა.
 
პრობაციონერებს უმასპინძლეს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, რომელებმაც სტუმრებს დაათვალიერებინეს აკადემიის აუდიტორიები, საწვრთნელი ბაზა და ვირტუალური ტირი. ჩატარდა ლექცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებების თემაზე. პრობაციონერებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
 

ღონისძიება, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის" (PRI) ორგანიზებით მოეწყო, მიზნად ისახავს, კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს შორის, მართლშეგნების ამაღლებასა და დანაშაულის პრევენციას.