სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა 2012 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადასცა მის მიერ 2011 წელს დაფუძნებული კომპანია „ჰერიოს“ მართვის უფლება და მას შემდეგ არ მონაწილეობს კომპანიის არანაირ საქმიანობაში“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.
აღნიშნული კომენტარი სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაკეთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებში მაღალი თანამდებობის პირების კომპანიების მონაწილეობას ეხება.