სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სახელმწიფო ბალანსზე არსებული კომპანიებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სახელმწიფო ბალანსზე არსებული კომპანიებს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემს

სოფლის მეურნეობის პროეტების მართვის სააგენტო სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 კომპანიის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცედურის  მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვნელმა მარიანა მორგოშიამ განაცხადა საწარმოების გასხვისებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს.

„სახელწიფო არ უნდა იყოს ბიზნეს ოპერატორი. სახელმწიფო ბიზნესის მართვაში არ უნდა ერეოდეს, სახელმწიფოს ამოცანაა შექმნას ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემო  ბიზნესისთვის.

ეს საკითხი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის საგანიც გახდა და დაიდო კონკრეტული რეკომენდაციები. ასე მაგალითად, IDFI-ს ერთ-ერთ ბოლო კვლევაში „სახელმწიფო საწარმოები საქართვლოში და მათი ეფექტიანობა - სოფლის მეურნეობის დარგის ანალიზი“, რომელიც 2014 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიეცა კონკრეტული რეკომენდაცია „სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოთ რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაშია უნდა შემცირდეს ნულამდე“. შესაბამისად, დაწყებული გვაქვს ამ საწარმოების ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ინვესტორების მოძიების პროცესი.  საწარმოებში  დასაქმებული პერსონალის დასაქმება პრიორიტეტული იქნება“-აცხადებს მარიანა მორგოშია. მისივე თქმით,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტების მართვის სააგენტოს აქვს მკაფიო ხედვა იმისა თუ როგორ უნდა მოხდეს დარგის განვითარება და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მიმართულია სწორედ დარგის განვითარებაზე.

პროექტების მართვის სააგენტო იმ საწარმოთა სიას აქვეყნებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა:

1.      შპს “მარცვლეულის შესანახი ცენტრები” - აბაშის მარცვლეულის შესანახი ცენტრი და ლაგოდეხის მარცვლეულის შესანახი ცენტრი.

2.      შპს „საქართველოს სათბურების კომპანია” - ახალსოფლის საჩითილე მეურნეობა,რუხის საჩითილე მეურნეობა, წეროვნის სასათბურე მეურნეობა

3.      შპს “გორის სასათბურე მეურნეობა“

4.      შპს „ქართული ბოსტნეული“ - ბოსტნეული/ხილის/მოცვის სადემონსტრაციო  ნაკვეთები ადიგენში, გორში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიაში, თერჯოლაში, წეროვანში, შინდისში;

5.      შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტოს“  მიწის ნაკვეთები: ქობულეთი, ოზურგეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა

6.      ს.ს. „აკურა“ -ღვინის ქარხანა თელავის რაიონის სოფელ აკურაში

7.      შპს „გრუზვინპრომი“ - ღვინის ქარხანა ქალაქ გურჯაანში