2014 წლის 12 დეკემბერს, 14:00 საათზე, გაიმართება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, სამართლის დოქტორის, პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის მონოგრაფიის – “ერი და დრო” (ანუ გვიყვარს თუ არა ქართველებს საქართველო, ფილოსოფიური და ეკონომიკურ- სამართლებრივი ასპექტები) ფართო სზოგადოებისთვის წარდგენა.
მონოგრაფიაში კრიტიკულ ჭრილში განხილულია საქართველოში არსებული დღევადელი ვითარება და ფართო ფაქტობრივ და სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით გაანალიზებულია ის მიზეზები, რომლებმაც ქვეყანა მძიმე კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა. წიგნის რედაქტორი გახლავთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ჭითანავა. მონოგრაფიაში განხილულია ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა – გაუცხოებული ხელისუფლება, ადამიანთა რესურსები ანუ კადრები, ეკონომიკა, დემოკრატიის ეკონომიკური ასპექტები, სოფლის მეურნეობა, განათლება, მეცნიერება, კანონმდებლობა, სამართლიანობა და უსამართლობა, სასამართლო რეფორმა, კორუფცია, ჯანდაცვა, მასმედია და სხვ. რაც მთავარია, ავტორი ამ პრობლემებიდან გამოსავლის სახით თავისეულ ხედვას გვთავაზობს.
მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, მეხუთე სართულის დიდი დარბაზი.