რომის მუსიკალურ ცენტრ “აუდიტორიუმში“, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის – გია ყანჩელის საავტორო კონცერტი გაიმართა. კონცერტი იტალიაში საქართველოს დღეების ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ კონცერტზე შესრულდა კომპოზიტორის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები, მათ შორის სპეციალურად კინოსთვის დაწერილი კომპოზიციები.
დღეს კი გია ყანჩელის მიერ შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს ანსამბლი “რუსთავი“, სამხრეთ იტალიის ცნობილ ქალაქ პალერმოში შეასრულებს.
იტალიაში საქართველოს დღეების ფარგლებში “რუსთავი"“ პალერმოს საკრალური და ფოლკლორული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალშიც მიიღებს მონაწილეობას, 17 ნოემბერს კი ქალაქის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში ქართულ საგალობლებსა და ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებს.
ქართული დღეების ფარგლებში ანსამბლი "რუსთავი" სოლო კონცერტს რომშიც გამართავს.