ტრენინგი სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის

ტრენინგი სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ტარდება ტრენინგი პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს თანამშრომლებისთვის.

არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებთან მუშაობის სპეციფიკური თემატიკის მიხედვით შედგენილ სასწავლო პროგრამას სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები, ორ ჯგუფად, ექვსი დღის განმავლობაში გაივლიან.

მსმენელები გაეცნობიან არასრულწლოვანთა უფლებებსა და მათთან მოპყრობის საერთაშორისო სტანდარტებს, არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს რეკომენდაციებსა და ეროვნული კანონმდებლობის თავისებურებებს. ტრენინგის პროგრამა მოიცავს პრქტიკული სამუშაოებს სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

პრობაციის სისტემის თანამშრომლებს ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაეხმარება არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებთა რისკებისა და საჭიროებების სწორედ შეფასებაში, რაც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.

სწავლება ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.