თიბისი ბანკი ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ პირდაპირ ინტერნეტნბანკიდან, მარტივად და სწრაფად დარეგისტრირდნენ Pay Pal-ზე და განახორციელონ უსაფრთხო ონლაინ შესყიდვები ონლაინ-მაღაზიიდან და კერძო გამყიდველისგან.
მას შემდეგ რაც Pay Pal-მა საქართველო თავისი პარტნიონი ქვეყნების ჩამონათვალს დაუმატა, თიბისი ბანკმა Pay Pal -ის აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები აწარმოა და ინტერნეტბანკის მეშვეობით რეგისტრაციის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.
PayPal არის ანგარიშსწორების სისტემა, რომელის საშუალებით ონლაინ-მაღაზიიდან სასურველი პროდუქცის შეძენა საბანკო ბარათის მონაცემების გარანტირებული დაცვით არის შესაძლებელი.
თიბისის ინტერნეტბანკით PayPal-ზე რეგისტრაცია მარტივი და სწრაფია. შეთავაზებების გვერდზე საჭიროა აირჩიოთ სერვისის გააქტიურება რომლის შემდეგაც თქვენი ბარათი ავტომატურად ებმება PayPal-ის ანგარიშს.
თიბისი ბანკი ყოველთვის მოხარულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიეტირებული პროდუქტები და შეთავაზებები განავითაროს.
იჩქარეთ, თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მეშვეობით მარტივად დაარეგისტრირეთ თქვენი ბარათი Pay Pal სისტემაში და იშოფინგეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად.