მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობისა და მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე ცნობილმა სომელიემ საკუთარ გამოცდილებაზე, მიღწეულ წარმატებებსა და უცხოეთში მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა. დასასრულს, მან სტუდენტების დასმულ საინტერესო კითხვებს უპასუხა და შესაბმისი რჩევებიც მისცა.
შეხვედრაზე სომელიემ სუტდენტებთან ერთად „თამადას“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოები „ფიროსმანი“, „მუკუზანი“, „წინანდალი“ და „ქინძმარაული“ დააგემოვნა.
შეგახსენებთ, რომ ალკოჰოლური სასმელების კომპანია „GWS”-ის და ღვინო თამადას მოწვევით საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ფრანგი სომელიე ჟერარდ ბასე ოქტომბერის მიწურულს ესტუმრა. ცნობილმა სომელიემ პირველად ქართული ღვინო მაისში გასინჯა, თანაც თამადას ბრენდის ქვეშ წარმოებული ღვინოები და მაშინვე გაუჩნდა სურვილი, რომ მის პოპულარიზაციაში მიეღო მონაწილეობა. კარგად შეისწავლა ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები და ამის შემდეგ შეიმუშავა სპეციალური კონცეფცია თუ როგორ უნდა შევარჩიოთ, ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამებულად თამადას ღვინოები.
ექსკლუზიარად ღვინო თამადასთვის, ფრანგმა სომელიემ, რესტორან „ფუნიკულიორის“ ქართველ შეფ მზარეულებთან მარიკა საჯაია და ჯორჯ სილვასთან ერთად შექმნა უნიკალური კერძთა შეხამება. კერძების შეხამების კულტურის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.
“თბილისში ყოფნის მიზანია, რომ ქართული ღვინო მაქსიმალურად წარმოვაჩინო. ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ევროპაში აღიარებულ ღვინოებს. „თამადას“ ღვინოებიდან გამოვარჩუიე ოთხი, მუკუზანი, წინანდალი, ქინძმარაული და ფიროსმანი. აქედან ორი არის მშრალი ღვინის სახეობა და ორიც ნახევრადტკბილი. სპეციალუარ ამ ღვინოებისთვის შერჩეული მენიუ ღვინის მოყვარულებს დაეხმარებათ წარმოდგენილი ღვინის საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად შეგრძნებაში, ” - ამბობს ჟერარდ ბასე.
და მაინც... თუ როგორ უნდა შევარჩიოთ, ქართულ და ევროპულ სამზარეულოსთან შეხამებულად თამადას ღვინოები?
გოგრის კრემ სუპი გოგრის მარცვლებით - ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო „ფიროსმანი“
ჭარხლის კარპაჩიო გუდა ყველითა და ნიგვზით - მშრალი თეთრი ღვინო „მუკუზანი“
შემწვარი კრევეტები ნივრიანი კარაქით - მშრალი თეთრი ღვინო „წინანდალი“
შემწვარი კომშისა და „პარმა“ ლორის სალათი „პარმაზანის“ ყველით - ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“
შემწვარი დამარინადებული წიწილა ტყემლის სოუსით - ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო „ფიროსმანი“
ჯოსპერში შემწვარი ორაგულის ფილე წითელი ხიზილალისა და შუშხუნა ღვინის სოუსით - მშრალი თეთრი ღვინო წინანდალი
ბატკნის ნეკნები ქონდრის აჯიკით - მშრალი წითელი ღვინო „მუკუზანი“
შოკოლადის ლავა ნამცხვარი კარამელის ნაყინითა და თხილით - ნახევრად ტკბილი ღვინო „ქინძმარაული“
ჟერარი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. შეფ მზარეულად და სომელიედ განათლების წარმატებით დასრულებისა და მუშაობის შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოს ის ინგლისში გადავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად, სადაც მან სომელიეს კარიერა წარმატებით გააგრძელა. მისი მიღწევები მოცემულ სფეროში რამოდენიმეჯერ აღინიშნა ჯილდოებით და იგი აღიარებული იქნა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო სომელიედ, ასევე 1992 წელს იგი დასახელდა ფრანგული ღვინოების საუკეთესო საერთაშორისო სომელიედ, ხოლო 1996 წელს კი ევროპის საუკეთესო სომელიედ. ჟერარი სამჯერ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს დაჯილდოებაში მეორე ადგილზე გავიდა (1992, 2004 და 2007 წელს). 2010 წლის აპრილში სანტიაგო დე ჩილეში მისი დიდი ხნის ოცნება ასრულდა და იგი მსოფლიოს საუკეთესო სომელიედ იქნა აღიარებული (სომელიეების მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება).
ჟერარის კარიერის მნიშვნელოვანი ასპექტია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის და მათი მხარდაჭერისა და შთაგონების უნარი. მან ბარმენებისა და სომელიეების ხალგაზრდა თაობა გამოზარდა, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს, რითაც ჟერარი უაღრესად ამაყობს. 2011 წლის ივნისში ჟერარი დედოფლის დაჯილდოების საპატიო სიაში იყო შეტანილი და OBE მიიღო პრინცესა ანასგან 2011 წლის ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე. ეს მისი და მისი ოჯახისთვის უაღრესად ღიშესანიშნავი მომენტი იყო.