კონკურსი, „რწყილი და ჭიანჭველას“ ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასასრულს მიუახლოვდა

კონკურსი, „რწყილი და ჭიანჭველას“ ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასასრულს მიუახლოვდა

10 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, ზღაპრის ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

ჟიურის წევრები გამარჯვებულს დაასახელებენ და დააჯილდოებენ.

ჟიურის წევრები არიან:  გია გუგუშვილი, თამაზ ვარვარიძე, გოგა ჩანადირი, ეკატერინე ჟვანია და სოსო გალუმაშვილი.

ჯეპრას კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოიფინება ყველა შემოსული ნამუშევარი.