პრობაციონერები რუსთაველის თეატრში წარმოდგენას დაესწრნენ

პრობაციონერები რუსთაველის თეატრში წარმოდგენას დაესწრნენ

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 15 პირობით მსჯავრდებული რუსთაველის თეატრში სპექტაკლ "სტუმარ-მასპინძელს" დაესწრო. წარმოდგენაზე პრობაციონერთა მიპატიჟება თეატრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

მიმდინარე თეატრალურ სეზონზე, რუსთაველის თეატრის დირექციის მიწვევით, პრობაციონერებმა უკვე ნახეს სპექტაკლები „ნადირობის სეზონი" და „უფლისწული და მათხოვარი".

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, პირობით მსჯავრდებულები სისტემატურად ესწრებიან სხვადასხვა კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებს, რომლის მიზანს ხელოვნების მიმართ ინტერესისა და კულტურული ფასეულობებისადმი პატივისცემის გაღვივება წარმოადგენს.